Tuesday, July 19, 2011

დაჩმორების ფასი - 80 თეთრი


ჯერ ნანატრი ყვითელი მარშრუტკები არც შემოუყვანიათ და მგზავრობა უკვე 80 თეთრი გახდა.

რაც შემოიყვანეს იმაშიც, მგზავრებს მაინც აყენებენ ფეხზე. მძღოლს კი ყვითელი მაისური აცვია და გულსაკიდზე ამაყად აწერია ვინაობა „კაი ბიჭი“. ქართველია და ქართველს გაჭირვებაში როგორ არ დაეხმაროს. ადამიანს თუ აგვიანდება და ხელს უქნევს, როგორ არ გაუჩეროს, თუნდაც წოლით სთავაზობდეს მგზავრობას.

იგივე სუნიანი ტრანსპორტი, აყროლებულ-ჩახუტებული ხალხი ფეხზე დგომით და პროტესტი მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვის დონეზე.

„ზემოთ“ აშკარად ფიქრობენ, რომ ჩვენი ბრბო ყველაფერს აიტანს და რაიმეს შეცვლას არც ცდილობენ. დაგვცინიან და რეაქცია არ გვაქვს. ჭაობში ვიძირებით და დახმარებას არც ვითხოვთ. მეზიზღებით.

Saturday, July 9, 2011

Extreme Week Svaneti - Movie??? კარგით რა!

დღეს ერთი ჩვეულებრივი ღამეა, როცა რაიმე ახალი ფილმის მოსაძებნად allmovies.ge-ზე შევედი. ჩემთვის მოულოდნელად განყოფილებაში just added წავაწყდი სათაურს Extreme Week Svaneti. მაშინვე ჩამოტვირთვა დავიწყე და სულ რამდენიმე წუთია ყურებას მოვრჩი. არ შემიძლია არ ვიყო კრიტიკული და არ დავწერო. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ამის წაკითხვის შემდეგ ბევრი მოძებნით (თუ უკვე არ გინახავთ) და დაახლოებით 38 წუთს ამ ე.წ. ფილმს დაუთმობთ.

როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, ვიდეოს ეტყობა, რომ კარგი კამერით არის გადაღებული, ოპერატორიც ძალიან თანამედროვე სტილში მუშაობს და ამ "ფილმისთვის" ვიღაცამ კარგადაც გადაიხადა. ...და რა ხდება ამ დროს:

1. სპორტულ, დოკუმენტურ "ფილმში" ნახევარზე მეტი დრო ეთმობა ორგანიზატორებისა და მონაწილეების ღრეობას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტიპები, რომლებიც დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანსაღ ცხოვრებას "აწვებიან", შიდა სამზარეულოს თითქმის ყველა კადრში სვამენ ლუდს, სვამენ ლუდს და სვამენ.

2. დასაწყისი - კვირეულის მომზადების პროცესი საოცრად გაწელილია (დაახლოებით 8 წუთი), სადაც გვაქვს ბედნიერება ვუყუროთ როგორ ერთობიან ბიჭები, როგორ იფხანენ ფეხს, როგორ ასკდებიან თოვლში ერთმანეთს, როგორ აბამენ მაგ დროისთვის ერთადერთ გოგოს(ყოველ შემთხვევაში მის გარდა დასაწყისში არავინ ჩანს) და ა.შ.

3. "ფილმში", რომელიც ზამთრის სეზონისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილას - მესტიაშია გადაღებული და როგორც მივხვდი ნაწილობრივ ამ ადგილის გაპიარებასაც ემსახურება, სვანეთის მხოლოდ ერთი კადრი ჩანს - სვანური კოშკი. მაგას ხომ ეთნოგრაფიულშიც ვნახავ.

4. ორგანიზატორებთან ინტერვიუებზე აშკარად ძალიან იწვალეს. ერთი რომ ყველასთვის სპეციალურად ფერადი სათვალეები "დაუთრევიათ" და წაუორიგინალურებიათ. ის ალბათ დაავიწყდათ, რომ ინტერვიუ, რომელშიც გმირის თვალები არ ჩანს და მაყურებელს არ აქვს საშუალება მისი გრძნობები დაინახოს, ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება. და მეორე ის, რომ აუცილებელი არ იყო ყველა ორგანიზატორის ჩაწერა. მითუმეტეს ისეთების, ორ სიტყვას რომ ერთმანეთს ვერ აბამენ. ამაში, ჩემი აზრით, ცოტა წაუგრუზინეს. ყველა რომ არ ჩაეწერათ, ვიღაცას უეჭველი გაუტყდებოდა და დაიგრუზებოდა.

5. მონაწილეების ინტერვიუები არის ძალიან ცოტა. სამაგიეროდ ლუკა, ნიკა, გიორგი, ყვითელი, ალექსანდრე და სხვები, ვისი სახელებიც არ დავიმახსოვრე, ყველა კუთხით არიან ნაჩვენები: შორი ხედით, ახლო ხედით, პროფილში, ქვემოდან ზემოთ და პირიქით.

6. მომენტები, როცა "ფილმი" როგორც იქნა თავის ფუნქციას ასრულებს და სრიალის ექსტრიმში შეყავხარ, საერთოდ უადგილო ჩაჭრებით წყდება და კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ რედბული და ქარვა ყველამ დალია, ვინც იმ დღეებში მესტიაში ჩასვლა მოახერხა.


7. 34-ე წუთზე ჩნდება ტიპი შარვალ-კოსტუმით, სექსუა"ლ"ური თეთრი შარფით და კმაყოფილი სახით აღლაჭუნებს კევს. ეს, რა თქმა უნდა, ისე. მე გამაღიზიანა და გავიფიქრე "იქ რა უნდოდა", თორემ ალბათ რომელიმე სპონსორი იქნებოდა და ცოტა თავისუფალ "ვიდზე" ვერ გაიჩითებოდა. ჩვენთან ხომ აუცილებელია სტატუსი ერთი შეხედვით, ზმანზე გეტყობოდეს.

რაც შეეხება ექსტრიმს და სპორტსმენებს, რისი ნახვაც მოვახერხე, იქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ აშკარად ძალიან მონდომებულები არიან, კარგად სრიალებენ და საქართველოში სპორტის ექსტრემალური სახეობებისთვის არსებული პირობების გათვალისწინებით, არც ისე ცუდ შედეგს აჩვენებენ.

მიდით ახლა, უყურეთ და დატკბით :) მე წავალ. ძილის დროა.

ჩემი გერმანული ნაგაზი

ძაღლი ბევრისთვის ბავშვობის ოცნებაა, რომელიც ძირითადად სიბერემდე აუხდენელი რჩება ხოლმე. მარტივია მოსთხოვო მშობლებს გიყიდონ ლეკვი ან ნებისმიერი სხვა ცხოველი, მაგრამ ბევრად რთულია იმის წარმოდგენა რამდენი დრო და ენერგია სჭირდება მათ მოვლას. თუთიყუში, ზაზუნა, თევზები, კატა, კუ - თითქმის ყველაფერი მყავდა, რაც სახლში შეიძლება გააჩერო, მაგრამ ძაღლი სულ სხვაა. თან დიდი ძაღლი. ამ ყველაფერს ახლა მივხვდი, როცა თითქმის 1 წელია სახლში გერმანული ნაგაზი მყავს. მასზე კი მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი ბიჭი ვზრუნავთ.

ვისაც ძაღლი არასდროს ჰყოლია,ალბათ, ვერ გამიგებს რატომ მიყვარს ასე ძალიან რეი და ამას შეგუებული ვარ. 90% ჩემი ნაცნობ-მეგობრების რეაქცია ერთნაირია - მოგცლია ერთი. მე კი ვფიქრობ, რომ ჩემი რეი ბევრ ჩემს ასეთ ნაცნობზე ჭკვიანი, ერთგული და გამგებია. ადვილად არაფერს ეგუება და რამე თუ არ მოსწონს, პროტესტს დაუფარავად გამოხატავს. მაგალითად, როცა ალიკაპს ვუკეთებთ, ძირს წვება და განმგმირავი თვალებით გვიყურებს. შიგადაშიგ ამ ახალი "მტრის" მოცილებას თათებითაც ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის თავს ანებებს და იტანს მანამდე, სანამ შეგვეცოდება და მოვხსნით.

  ბევრს ძაღლი იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს როგორი მაგარი როჟაა. მაგალითად ეტყვი „დაჯექი“ - დაჯდება, „გადი“ - გავა, „მომიტანე“ - მოგიტანს. ამდენ ბრძანების შესრულება ხომ ხშირად ყველაზე საყვარელ მეორე ნახევარსაც ეზარება ხოლმე :). ზოგს პატარა ძაღლები მოსწონს იმიტომ, რომ მასზე ზრუნვა სიამოვნებთ. მე და რეი უბრალოდ ვმეგობრობთ. ერთად ვერთობით, ველოდებით, გვიხარია, გვშია. მაგარი გრძნობაა, როცა ვიღაცას შეგიძლია ესაუბრო და მისგან პასუხი სიტყვების გარეშე იგრძნო.

რეი ჩემთვის პირველი ძაღლია და ალბათ, ბოლოც. ძალიან ძნელი იქნება მისი სიკვდილის შემდეგ რომელიმე სხვა ძაღლი, თუნდაც იგივე ჯიშის, მასავით შემიყვარდეს.  

უფრო მხიარული დასასრულისთვის, პატარა ინფოც: გერმანული ნაგაზი პირველად 1899 წელს გამოჩნდა. ალბათ ხვდებით, წარმოშობით გერმანიიდანაა. ძაღლის ეს ჯიში სპეციალურად, დაცვისა და დაზვერვის მიზნით გამოიყვანეს. ჭკუა, ძალა და მორჩილება იმდენად ჰარმონიულადაა შერწყმული მასში, რომ საუკეთესო ძაღლების სამეულში არავის უთმობს მესამე ადგილს კოლისა და პუდელის შემდეგ. ანუ, ფაქტიურად პირველზეა :)))

Saturday, July 2, 2011

მხოლოდ საქართველოში

ამას წინათ Fეისბუქზე თემა ვნახე "რა შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ საქართველოში". იქ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ბევრს არ დავეთანხმე და ამის მიზეზიც მაქვს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი იმდენი ხნით, რომ იქაურების ჩვეულებებს დავკვირვებოდი და ყოველდღიური ცხოვრება გამეცნო. ის, რაც მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი გვგონია, შეიძლება ჩვენთვის იდეალად ქცეულ დასავლეთშიც ხდებოდეს. მაგრამ, მართლაც არის რამდენიმე უცნაურობა, რომელიც არა მგონია სხვაგან ბუნებრივი იყოს.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება:
  • ·         კინოთეატრში სეანსის დასრულებისას უკრავდნენ ტაშს.  - ალბათ, ასე უნდათ მთელ დარბაზს გააგებინონ, როგორ მოეწონათ ფილმი.
  • ·         ერთ ადამიანს მიჰყავდეს 10-დან 9 გადაცემა ერთ არხზე.
  • ·         ერთი სასტავი მუშაობდეს ტელევიზიაში დაბერებამდე.
  • ·         გამოხატო პროტესტი "მარშრუტკაში" ხალხის ფეხზე დაყენების წინააღმდეგ და არავინ აგყვეს. - პატრულშიც ვერ დარეკავ, კანონს მაინც არ იცავენ.
  • ·         ტრანსპორტში ასაკოვანი ადამიანისთვის ადგილის დათმობა იყოს ვალდებულება.
-          რამდენჯერმე ევროპაში მოხუცებს დაჯდომა შევთავაზე და შეურაცხყოფად მიიღეს, ნუთუ ასე უსუსურად გამოვიყურებითო.
  • ·         ტრანსპორტში ერთმანეთის დასანახად იწერდნენ პირჯვარს. -  პირის ცმაცუნით ვითომ ლოცვასაც თუ მიაყოლებ ხო აი "ძაააან" მაგარი ხარ.
  • ·         ტაქსი გააჩერო შუა ზოლში.  
  • ·         ამტკიცო, რომ მხოლოდ ქალიშვილს მოიყვან ცოლად და რამდენიმე წელიწადში ბავშვიანი ქალი აიკიდო. -  რაც უფრო მეტს ბლატაობენ, მით უფრო მეტი ბავშვი მოჰყვება მათ ცოლებს.
  • ·         იყოს გასატეხი ძმის ძმაკაცის შეყვარება. -  ისიც ხომ თითქმის ძმასავითაა.
  • ·         დაქალები ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ათასჯერკოცნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ლესბოსელები არ იყვნენ.
  • ·         ჰქონდეთ აიფონი და ტაქსაობდნენ
  •     
  •       დაიყენონ პატრიარქის ფოტო ვოლფეიფერად.     

გაგრძელება იქნება ...